სწავლების პროცესში მოსწავლეთა შედეგებზე დაკვირვებით გამოიკვეთა, რომ მოსწავლეთა აქტივობა და შედეგები საგაკვეთილო პროცესში შედარებით დაბალია, ერთი ტიპის თეორიული გაკვეთილები ერთი მხრივ, ინტერესისა და მოტივაციის დაქვეითებას იწვევს მოსწავლეებში და, მეორე მხრივ, ვერ აფასებს იმ უნარებსა და დამოკიდებულებებს, რომლებსაც ავითარებს ქიმიის სწავლება. ყოველივე ამან გადამაწყვეტინა ჩამეტარებინა კვლევა და გამერკვია , გაკვეთილზე ექსპერიმენტის შეტანა გახდიდა თუ არა სწავლა-სწავლების პროცესს უფრო საინტერესოს და შედეგიანს, ამავდროულად კოლეგებისთვისაც დამენახვებინა სხვადასხვა ტიპის გაკვეთილის აუცილებლობა და აქტუალობა. არაერთი კვლევა ეძღვნება მრავალფეროვანი გაკვეთილების ჩატარების აუცილებლობას , რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. აღნიშნული კვლევა განვახორციელე მე-8, მე-10 კლასებში. პრაქტიკული კვლევის მიზანი იყო გაკვეთილზე ექსპერიმენტის შეტანა რა გავლენას მოახდენდა შედეგების გაუჯობესებაზე. რამდენიმე განსხვავებული ტიპის ექსპერიმენტის დაგეგმვა და მოსწავლეთა შედეგების ანალიზი, რომ ცნობილი გახდეს კონკრეტული ექსპერიმენტული დავალება რომელ უნარსა და დამოკიდებულებას აფასებს. გაიზომოს რამდენად გაიზრდება მოსწავლეთა მოტივაცია და დაინტერესება.კვლევის მეთოდოლოგიად შეირჩა პრაქტიკული კვლევა, რომლის ფარგლებშიც გამოვიყენე როგორც რაოდენობრივი , ისე თვისობრივი მეთოდები (ინტერვიუ, ანკეტირება) . რაოდენობრივი კვლევა დამეხმარა გამეგო მოსწავლეთა შეხედულებები ერთფეროვანი გაკვეთილებით გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით. თვისობრივი კვლევა კი- საკვლევი საკითხის სიღრმისეულ შესწავლაში დამეხმარა. კვლევის რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდი ზრდის კვლევის სანდოობას და უზრუნველყოფს კვლევის მაღალ ხარისხს.კვლევაში გამოვიყენე სრული შერჩევა . საკვლევი პრობლემის შესასწავლად შევარჩიე ამ კლასების ყველა მოსწავლე და საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლები.
გავამზადე კითხვარები, რომელიც მომცემდა ინფორმაციას საკვლევ თემასთან დაკავშირებით. გავესაუბრე პედაგოგებს და მოსწავლეებს. კათედრაზე გავაკეთე საკვლევი თემის პრეზენტაცია, მასწავლებლებმა ინტერესი გამოიჩინეს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და სურვილი გამოთქვეს ჩართულიყვნენ კვლევაში. ამით მასწავლებელთა შორის გაჩნდა თანამშრომლობის, აზრთა გაზიარების სურვილი.კვლევა მიმდინარეობდა 6 თვე.
ინტერვენცის მიზნით დავგეგმე რამდენიმე ტიპის ექსპერიმენტი ეროვნული სასწავლო გეგმის ქიმიის სტანდარტის გათვალისწინებით, თითოეული მათგანისთვის შევქმენი უნიფიცირებული რუბრიკა, ვაკვირდებოდი და ვაფასებდი მოსწავეთა პროგრსს, როგორც მიღებული შეფასებების, ასევე მოტივაციის მიმართულებით. შეფასებები გაუმჯობესდა, მოსწავლეთა მოტივაცია გაიზარდა.საბუნებისმეტყველო კათედრის წევრებს და სხვა დაინტერესებულ პირებს დეტალურად გავაცანი შემდეგი საკითხები: საკვლევი საკითხების ზოგადი მიმოხილვა, კვლევის შედეგად მიღებული ძირითადი დასკვნები, პრობლემის გამომწვევისავარაუდო მიზეზები,კვლევის მიზანი, კვლევის ამოცანა, ლიტერატურის მიმოხილვა, კვლევის სამიზნე ჯგუფი, მონაცემთა შეგროვების მეთოდები, მონა-ცემთა ანალიზი, ინტერვენციის დაგეგმვა, განხორციელება და შედეგები, ძირითადი დასკვნები, რეკომენდაციები, დასკვნა, დანართები და გამოყენებული ლიტერატურა.კათედრაზე პრაქტიკის კვლევის პრეზენტაციის შემდეგ კოლეგებმა დამისვეს შეკითხვები მათთვის ბუნდოვანი და საინტერესო საკითხების ირგვლივ. განხორციელებული პედაგოგიური კვლევით დიდი გამოცდილება დამიგროვდა. მომავალში თუკი დავგეგმავ კვლევას შევეცდები უფრო უკეთესად წარვმართო, არ მივცე ჯგუფის წევრებს მოდუნებისა და მოტივაციის დაქვეითების სურვილი. აქტივობები შემოვიტანო მუდმივად საინტერესო.